Friday, February 27, 2015

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.გიორგის დახმარებით შევავსე კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე, წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდის გარდა შევქმენით სხვა საქაღალდეებიც, და მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად. შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემისა და დიზაინის შეცვლა.
 ვისწავლე დექსტოპიდან და ელექტრონული ფოსტიდან დოკუმენტების გაგზავნა დრაივის საქაღალდეებში.
 შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს მე-3 მოდული_კავშირები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სოც ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი და კლასში განვიხილო ეს საკითხი. ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს და როგორ მივხვდეთ დაცულია თუ არა ინფორმაცია.
 განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება:
1.მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა
2. პრეზენტაციის მომზადება_მოსწავლის ნიმუში

1 comment: