საშინაო დავალების განხილვის შემდეგ გადავედით ახალი მასალის შესწავლაზე.შევისწავლე ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუმენტების გარჩევა. ვისწავლე ბროშურისათვის ელექტრონული ვერსიის შექმნა. ბროშურა მოსწავლეებს და მშობლებს დაეხმარება პროექტის დაწყებამდე მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებაში.ვიმუშავე ბროშურაზე,ჩავტვირთე სურათები ,შევურჩიე ფონი.
განვიხილეთ როგორ იქმნება პრეზენტაციისთვის სლაიდ შოუ. ამ თემასთან დაკავშირებით მოგვცა ტრენერმა დავალება. სლაიდშოუ შედგება შვიდი სლაიდისაგან, სადაც უნდა წარმოვადგინო პროექტის შინაარსი, მიზანი და შედეგები,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შეფასება.
No comments:
Post a Comment