Friday, March 6, 2015

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო ,მეცხრე დღეა.პროექტის თემატური გეგმა დავკარგე,თავიდან მექნა დასაბეჭდი. საბოლოოდ გადავხედე ჩემს პროექტს. მოვაწესრიგე ყველა საქაღალდე . სამუშაო დღე იყო პოზიტიური და საინტერესო.
ჩვენს ტრენერს,ბატონ გიორგის ვუხდი დიდ მადლობას ყოველი დღისთვის,თითოეული საკითხი ჩვენთვის საჭირო და აუცილებელია ჩვენი შემდგომი ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Sunday, March 1, 2015

მერვე დღე

 ტრენინგი  საშინაო დავალებით დავიწყეთ. მე დაუსრულებული მქონდა მოსწავლის პრეზენტაცია და  ჩექლისტი. შემდეგ შევუდექით ახალი მასალის ათვისებას, დრაივში გადავამოწმეთ წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდეები, ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა დრაივში სხვადასხვა გზით.
     შემდეგ პორტფოლიოში შევიტანეთ დამთავრებული დოკუმენტები, და განვალაგეთ შესაბამის საქაღალდეებიში. ამის შემდეგ ვისწავლეთ დრაივზე განთავსებული პორტფოლიოს დადება ბლოგზე, გაზიარება.ყველა ეტაპი ჩავიწერე და რამდენიმეჯერ გავიმეორე -- ვისწავლე ,  თან გავიმეორეთ გვერდის დამატება ბლოგზე.
  შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეშვიდე მოდული. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება.
1.პროექტის გეგმა დავასრულოთ,  დიფერენცირებული სწავლება
2. სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
3.  დანარჩენი ყველა რესურსების გრაფა
4. მოვემზადოთ პორტფოლიოს წარდგენისთვის.

Friday, February 27, 2015

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.გიორგის დახმარებით შევავსე კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე, წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდის გარდა შევქმენით სხვა საქაღალდეებიც, და მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად. შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემისა და დიზაინის შეცვლა.
 ვისწავლე დექსტოპიდან და ელექტრონული ფოსტიდან დოკუმენტების გაგზავნა დრაივის საქაღალდეებში.
 შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს მე-3 მოდული_კავშირები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სოც ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი და კლასში განვიხილო ეს საკითხი. ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს და როგორ მივხვდეთ დაცულია თუ არა ინფორმაცია.
 განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება:
1.მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა
2. პრეზენტაციის მომზადება_მოსწავლის ნიმუში

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული, რომელიც მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებებს შეეხებოდა. ამ მოდულის საშუალებით გავიგე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.
განვიხილეთ და ვისწავლე google drive-ში მუშაობა, რომელიც არის ელექტრონული ინფორმაციის საცავი.
ვისწავლე შეფასების ფორმის ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ელექტრონული ფორმის შექმნა. ეს მოსახერხებელია იმისათვის  დავაკვირდე მეტი მოსწავლის ნაშრომს და გავიგო რა ისწავლეს მათ.
მიმდინარე მოდული დამეხმარება,რომ  გავაანალიზო  რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების შექმნა.

Sunday, February 22, 2015

მეხუთე დღე

  საშინაო დავალების განხილვის  შემდეგ გადავედით ახალი მასალის შესწავლაზე.შევისწავლე ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუმენტების გარჩევა. ვისწავლე ბროშურისათვის ელექტრონული ვერსიის შექმნა.  ბროშურა  მოსწავლეებს და მშობლებს დაეხმარება პროექტის დაწყებამდე მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებაში.ვიმუშავე ბროშურაზე,ჩავტვირთე სურათები ,შევურჩიე ფონი.
განვიხილეთ  როგორ იქმნება პრეზენტაციისთვის სლაიდ შოუ. ამ თემასთან დაკავშირებით მოგვცა ტრენერმა დავალება. სლაიდშოუ შედგება შვიდი სლაიდისაგან, სადაც უნდა წარმოვადგინო პროექტის შინაარსი, მიზანი და შედეგები,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შეფასება.

Sunday, February 15, 2015

დღე მეოთხე

განვიხილე საშინაო დავალება, კერძოდ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
( შინაარსობრივი,თემატური,ზოგადი) .დამუშავებული  კითხვები განვათავსე პროექტის
გეგმის შაბლონში.
ვისწავლე ბლოგზე კომენტარების გაკეთება.გავუგზავნე კომენტარები ჩვენი ბლოგის მონაწილეებს.
განვიხილე მეორე მოდულის  მესამე და მეოთხე აქტივობები.მოცემული აქტივობების მიხედვით შევარჩიე ჩემი პროექტის შეფასების მეთოდები.