Friday, March 6, 2015

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო ,მეცხრე დღეა.პროექტის თემატური გეგმა დავკარგე,თავიდან მექნა დასაბეჭდი. საბოლოოდ გადავხედე ჩემს პროექტს. მოვაწესრიგე ყველა საქაღალდე . სამუშაო დღე იყო პოზიტიური და საინტერესო.
ჩვენს ტრენერს,ბატონ გიორგის ვუხდი დიდ მადლობას ყოველი დღისთვის,თითოეული საკითხი ჩვენთვის საჭირო და აუცილებელია ჩვენი შემდგომი ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Sunday, March 1, 2015

მერვე დღე

 ტრენინგი  საშინაო დავალებით დავიწყეთ. მე დაუსრულებული მქონდა მოსწავლის პრეზენტაცია და  ჩექლისტი. შემდეგ შევუდექით ახალი მასალის ათვისებას, დრაივში გადავამოწმეთ წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდეები, ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა დრაივში სხვადასხვა გზით.
     შემდეგ პორტფოლიოში შევიტანეთ დამთავრებული დოკუმენტები, და განვალაგეთ შესაბამის საქაღალდეებიში. ამის შემდეგ ვისწავლეთ დრაივზე განთავსებული პორტფოლიოს დადება ბლოგზე, გაზიარება.ყველა ეტაპი ჩავიწერე და რამდენიმეჯერ გავიმეორე -- ვისწავლე ,  თან გავიმეორეთ გვერდის დამატება ბლოგზე.
  შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეშვიდე მოდული. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება.
1.პროექტის გეგმა დავასრულოთ,  დიფერენცირებული სწავლება
2. სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
3.  დანარჩენი ყველა რესურსების გრაფა
4. მოვემზადოთ პორტფოლიოს წარდგენისთვის.